Monday 4 May 2009

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი და რუსული პოლიტიკა საქართველოში


ქ.თბილისის გიორგი ჭყონდიდელის სახელობის 207-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი ბერიაშვილის ინიციატივით
შეიქმნა გუნდი სახელწოდებით ,,იმედი".
გიორგიმ თანამშრომლობა შესთავაზა მეცხრე კლასიის მოსწავლეებს და პედაგოგებს.
გუნდის წევრები შეიკრიბნენ და გაინაწილეს დავალებები.ერთად მოიფიქრეს ბლოგის სახელწოდება და დაისახეს მიზნები პროექტის განსახორციელებლად.


მონაწილე მოსწავლეები: გიორგი ბერიაშვილი.
მონაწილე პედაგოგი: მთვარისა ლიპარტელიანი



......მოდიოდა საქართველო მარადისობის გზაზე, რწმენითა და იმედით, ბრძოლითა და თავდადებით, ხმლით კაფავდა კარს მომდგარ მტერს, რამეთუ არ ყოფილიყო დამონებული და შთამომავლობას არ ენახა ზნეამაღლებული ერის ,,ნგრეული ნაშთი", მაგრამ ვერ ასცდა საქართველო საშინელ სასჯელს, მე-XIX საუკუნემ ვერ მოიტანა ერეკლე II-ის(1762-1798) ნაფიქრალი მშვიდობა და თავისუფლება.



* * *

"ჩემო ქვეყანავ,სიმშვიდეს ხარ მონატრებული!

ეულად მყოფო,მოუვლელო ვაზის ლერწამო,

არსაიდან ხსნა შენ წარსულში არა გქონია,

ვაი,თუ ისევ,მომავალშიც უნდა ეწამო!

ქართველთ საძვალევ, მიწავ ჩვენო,სისხლით ნაპოხო

წინათ მტრისათვის უძლეველო ბრძოლის გენია .

ბევრჯერ გიტევდა, წასალეკად, მტერი ურიცხვი,

მაგრამ ასეთი, არასოდეს გარდაგხდენია!"
ზ.ლობჯანიძე.

2 comments:

  1. arachveulebrivi namushevaria im pirobebshi,rogorshidac giwevdat mushaoba!
    Gisurvebt warmatebebs!

    ReplyDelete
  2. არაჩვეულებრივი ნამუშევარია იმ პირობებში,როგორშიდაც გიწევდათმუშაობა.
    გისურვებთ წარმატებებს!

    ReplyDelete